“ჯორჯიან ეარვეიზი” 16-17 ივნისს ს მიმართულებით ფრენებს აუქმებს

კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზის” განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, 16-17 ივნისს ს მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გაუქმდა.
მათივე თქმით, მგზავრებს, ვისაც ამ რეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, ავიაკომპანია მათ გადაცვლას სთავაზობს.
“მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 16 და 17 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.
მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება