ჯორდან ბარდელა – მაკრონმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს

მაკრონმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარლამენტის დათხოვნისკენ და ახალი ს დანიშვნისკენ მოუწოდა.
„საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის გატარების მიზნით, მშვიდი და ჯანსაღი გზით ფრანგებს უმრავლესობის არჩევის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ“, – განაცხადა ბარდელამ.
ასევე, მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა „სავარაუდოდ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება“.
შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში თანამდებობა დატოვა. თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ლეკორნუს მთავრობამ ხელისუფლებაში ყველაზე ცოტა დრო გაატარა.
ორშაბათს საღამოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვა პარტიებთან ორდღიანი მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.