ჯორდან ბარდელას განცხადებით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარის ჯორდან ბარდელას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს.
„მსურს, რომ ს ფრონტის ხაზზე პოზიციების შესანარჩუნებლად საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ჰქონდეს, მაგრამ ჩემი წითელი ხაზი არ შეიცვლება, ეს არის იმ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა ესკალაცია მოჰყვეს“, – განაცხადა ჯორდან ბარდელამ.
ბარდელამ აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, იგი უკრაინისთვის ისეთი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს, რომელიც უკრაინას ს ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.
„ამიტომ, მე ისეთი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ან სხვა იარაღის გაგზავნას არ ვაპირებ, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ეს უკრაინის მხარდაჭერას და რეგიონში ესკალაციის ყველა რისკის თავიდან აცილებას ეხება და ვფიქრობ, რომ ესკალაციის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს“, – აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მისი ცენტრისტული ალიანსის დამარცხების შემდეგ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო დანიშნა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ