ჯონ კირბი – უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ

უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
ჯონ კირბი დღეს, რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას გამოეხმაურა.
„ჩვენ ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და მცდელობას, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად უკრაინელი ხალხი წყვდიადმა მოიცვას, მკაცრად ვგმობთ. უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩათვლით, რომლებიც უკრაინის ამ თავდასხმებისგან დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ისინი ყოველდღე სჭირდებათ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
შეგახსენებთ, დღეს, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. სულ, რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”