ჯონ კირბი – რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს

რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პოზიციებიდან ჯარების ნაწილი კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია, რამდენი შეიძლება იყოს, ან რა განზრახვები ექნებათ, მაგრამ დავიწყეთ დაკვირვება, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი კურსკის ოლქში გადამისამართდება “, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ დილემის წინაშე დააყენა.
„პუტინს და რუსებს კორექტირება მოუწიათ. ჩვენ ვხედავთ ნიშანს, რომ ისინი ცდილობენ გამაგრებას კურსკსა და მის გარშემო, იქ უკრაინის ოპერაციის შედეგად. ამისათვის უნდა აიღო აქტივები, რომლებიც ერთ ადგილას იყვნენ და აკეთებდნენ ერთ საქმეს და სხვაზე გადაამისამართო. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად დილემაა“, – აღნიშნა კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”