ჯონ კირბი – დარწმუნებულები ვართ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელის წინადადებას ზუსტად ასახავს

დარწმუნებულები ვართ, რომ ს სიტყვით გამოსვლა ს წინადადებას ზუსტად ასახავს , – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ისრაელის მიერ წარდგენილ ვერსიასა და ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას შორის განსხვავებები არსებობს, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი განსხვავებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„რაც შეეხება განსხვავებებს, არ ვიცი, რა განსხვავებებს გულისხმობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ [ბაიდენის სიტყვით გამოსვლა] [ისრაელის] წინადადებას ზუსტად ასახავს – წინადადებას, რომელზეც ჩვენ ისრაელელებთან ერთად ვიმუშავეთ, ასე რომ, არ ვიცი რა განსხვავებებზეა საუბარი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.