ჯონ ბასი: საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც დღეს -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს, X-ზე [ყოფილ ტვიტერზე] ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ბასი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური კურსიდან გადაჰყავს.
“საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, იმ კურსიდან, რომელიც ქართველ ხალხს უნდა. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას'”, იმუშაოს პარტნიორებთან, რომლებიც ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერენ. ამასთან, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ფაქტების ყველა შემთხვევა გამოიძიოს. აშშ ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგება”, – წერს ბასი.
საქართველოს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს “უცხოეთის აგენტების შესახებ.” პარლამენტში განხილვის პარალელურად, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ