ჯონსონმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის საზღვრებში ამერიკული შეიარაღების გამოყენებას ემხრობა

NATO-ს სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში გამართული ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი, კონგრესის ლიდერებს შეხვდა, მათ შორის, ზელენსკი წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და რესპუბლიკური პარტიის წევრს, მაიკ ჯონსონსაც ესაუბრა.
გამოცემა Axios-თან საუბრისას ჯონსონმა თქვა, რომ ზელენსკიმ მას ში მიმდინარე ვითარება გააცნო და -ს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
ამასთანავე, ჯონსონმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან საუბრის დროს მათ ს ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან აშშ-ს მიერ მიწოდებული შეიარაღების გამოყენებაც განიხილეს:
“[ზელენსკის] ავუხსენი, რომ კონგრესის ნება იყო, მათთვის მოქნილობა მიგვეცა, რათა გაგზავნილი შეიარაღება და დახმარება ომის წარმოებისთვის ისე გამოიყენონ, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ”. – უთხრა ჯონსონმა ჟურნალისტებს.
თუმცა, ჯონსონის თქმით, ზელენსკისთან მას უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხი არ განუხილავს.
მაიკ ჯონსონსა და ზელენსკის შორის ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აპრილში ჯონსონმა საგარეო დახმარების პაკეტი წარმომადგენელთა პალატის დარბაზში წარადგინა, რითაც იგი პოლიტიკურ რისკზე წავიდა. კონგრესში უკრაინის დახმარების მიღების შემდეგ რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, მარჯორი ტეილორ გრინმა მაიკ ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობის წამოწყება სცადა.