ჯონსონი: ბაიდენის ულტიმატუმები ჰამასისკენ უნდა იყოს მიმართული, და არა – ისრაელისკენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიჯ ჯონსონი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ს მიმართ გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გუნდი ისრაელს ღაზაში პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.
მაიკ ჯონსონის თქმით, “პრეზიდენტის ულტიმატუმები ჰამასისკენ უნდა იყოს მიმართული, და არა – ისრაელისკენ”.
მანამდე, -ს პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრ ს ტელეფონით ესაუბრა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, ღაზის სექტორში დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოება.
ამასთანავე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა მ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აშშ-ს პოლიტიკა აღნიშნული კონფლიქტის მიმართ დამოკიდებული იქნება ისრაელის ქმედებებზე.
“ჰამასმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე, უაზრო სისხლისღვრა მოიტანა, და უარს ამბობს ისრაელელი და ამერიკელი მძევლების გამოშვებაზე”. – წერს მაიკ ჯონსონი X-ზე.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ამ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე ბაიდენმა დახმარების წინაპირობებით გაცემით ისრაელის მხარდაჭერა არ უნდა შეამციროს.