ჯონსონის თქმით, ტრამპს უკრაინაზე ესაუბრა და სჯერა, რომ იგი ომში მხარდაჭერას არ შეწყვეტს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი -ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვდა მას შემდეგ, რაც 13 ივლისს მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო ყრილობის დროს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ს მოკვლა სცადა.
“დიდებულია პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც საუკეთესო ფორმაშია მისი მოკვლის მცდელობის შემდეგ. ჩვენ ზე ვისაუბრეთ და ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი ძლიერი და გაბედული იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში” – წერს ბორის ჯონსონი Facebook პოსტში და შეხვედრის დროს ტრამპთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს.
13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, “განეიტრალებულია”.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.