ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა.
„საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოუთმენლად ველი. ეს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის ერთიანობასა და ერთგულებას გამოავლენს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით მოხდება, ხოლო 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
შეგახსენებთ, დასავლეთში ს ცენტრალური ბანკის კუთვნილი, 300 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებია გაყინული.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს