ჯოზეფ ბორელი – ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა – რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას

ჩვენ გვსურს, რომ ს და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა – რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ნებისმიერი სხვაგვარი ურთიერთობით, რომელიც იქნება საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ ისარგებლებს.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. ნებისმიერი სხვაგვარი საკითხით, რომელიც მათ შორის იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. ცხადია, რომ მე გავაკეთებ მაქსიმალურს, რათა მივაწოდო ეს გზავნილი უკრაინას და საქართველოს, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა.
რაც შეეხება მეორე ფრონტს, ეს გრძელი ისტორიაა. სერიოზულად არავინ განიხილავს ამას და მე ვერ ვხედავ, რომ ეს მოსალოდნელია უკრაინის მხრიდან და ზოგადად ვინმეს მხრიდან“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია