ჯოზეფ ბორელი – შეძრწუნებული ვარ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით – საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად

შეძრწუნებული ვარ „ჰამასის” ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ახალგაზრდა უდანაშაულო მამაკაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, – აცხადებს ბორელი.
შეგახსენებთ, ს თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ერთ-ერთ გვირაბში აღმოაჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ