ჯოზეფ ბორელი – „ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს – მისი მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია

ჯოზეფ ბორელი – „ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს – მისი მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია
ღაზას მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს. მაშ, ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ერთს, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბაჰრეინში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია ღაზას 2007 წლამდე მართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება