ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში ჩავიდა, – ამის შესახებ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ იაგოდნოეში რუს ოკუპანტებს 170 მ2 ფართობის სკოლის სარდაფში მთელი სოფელი – 370 ადამიანი – ჰყავდათ დაკავებული.
“მათი განსაცდელი ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებში გვაბრუნებს. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ როგორ გამოიყურება რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება ჩვეულებრივი უკრაინელებისთვის“, – აცხადებს ბორელი.
შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა. რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს მისი მეხუთე ვიზიტია ქვეყანაში.