ჯოზეფ ბორელი – უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის მიერ ს წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმის დაწესებას.
„ეს წინასწარგანზრახული მავნე ქმედებები რუსეთის ფართო, კოორდინირებული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების გაყოფას, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების
დესტაბილიზაციას და უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერისა და მისი თავდაცვის უნარის დასუსტებას. ეს სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს: ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ, რათა ამ ქმედებებს დავუპირისპირდეთ და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება იქამდე, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის, დღეს, საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირს სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. ახალი მექანიზმი სანქცირებული პირების აქტივების გაყინვასა და მათთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა