ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ს ეწვევა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევში მიემგზავრება, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
დღეს, ჯოზეფ ბორელმა ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი, განიხილა.
ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი მზადდება და იგი ბევრ ადამიანს, ინსტიტუტს და სხვადასხვა ქვეყნების იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულნი.
„წევრ ქვეყნებს შორის ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება არ არის, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ყოველთვიურად ჩნდება, რათა ისინი დაისაჯონ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და იმ ეკონომიკურ სქემებზეა პასუხისმგებელი, რომელიც რუსეთს თავისი ომის მანქანის გამოკვების საშუალებას აძლევს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”