ჯოზეფ ბორელი – რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაფაჰში ს სამხედრო შეტევა “ჰუმანიტარულ კატასტროფას” უტოლდება.
„რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან. მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ მოქალაქეებიდან ბევრი ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილიდან დევნილი პირია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით