ჯოზეფ ბორელი – მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება, აშენონ ევროპული მომავალი

მთელი გულით ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი.
„მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი, მიუხედავად ჰიბრიდული მცდელობებისა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას“, – წერს ბორელი.
შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო ს მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.