ჯოზეფ ბორელი – მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ მის ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ჯოზეფ ბორელთან განიხილა.
კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბორელთან მისი საუბარი შეეხო ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის მომზადებასა და მცდელობებზე, რომელიც ს აგრესიის დასასრულებისკენაა მიმართული.
„სანამ რუსეთის ბარბაროსული ომის დანაშაულები გრძელდება, ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა. ევროკავშირის მე-5 პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს და იყოს რაც შეიძლება მკაცრი“, – აღნისნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამის საპირისპიროდ, ბორელმა საკუთარ „ტვიტში“ არ ახსენა სანქციების მორიგი რაუნდი და მხოლოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეინარჩუნებს ზეწოლას“ რუსეთზე.
„დმიტრო კულებასთან ში არსებული ვითარება განვიხილე. მე მას კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად და მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას“, – განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ