ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, ლიბანში ჩავიდა.
როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, ის რეგიონზე ღაზას ომის გავლენის შესახებ მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.
“მოხარული ვარ ლიბანში დაბრუნდებით, რათა ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა გამოვხატო. ლიბანსა და რეგიონზე ღაზას ომის გავლენის შესახებ მნიშვნელოვან შეხვედრებს გავმართავ,” – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტისას ბორელი ლიბანის პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის, პრემიერმინისტრ ნაჯიბ მიქატის, საგარეო საქმეთა და ემიგრანტების საკითხთა მინისტრს აბდალა ბუ ჰაბიბს და ლიბანის შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ აუნს შეხვდება.