ჯოზეფ ბორელი – იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს

იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, -ისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ისრაელის უსაფრთხოების ყველა საკითხს ითვალისწინებს.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიბანი ჩამოიშლება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელს დამატებითი მოთხოვნები არ ექნება.
შეგახსნებეთ, გუშინ ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, და უშიშროების კაბინეტი დღეს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასამტკიცებლად შეიკრიბება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას