ჯოზეფ ბორელი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე – აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია

უკრაინის წინააღმდეგ ს მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტ ს მიერ გაჟღერებულ სთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებს.
„პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
მისი განმარტებით, მშვიდობის პირობები მითითებულია გაერო-ს წესდებაში და გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ“, რომელსაც 141 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წამოაყენა, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას.

ასევე დაგაინტერესებთ