ჯოზეფ ბორელი – ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის – მოგიწოდებთ დაასრულეთ რეფორმები, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით

ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობას მოუწოდა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაასრულოს რეფორმები, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით.
„ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი ელექტორალური პროცესის შესახებ. ელექტორალურ რეფორმებს მივესალმებით, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და მოგიწოდებთ, ისინი დაასრულეთ მომავალ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” – განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ