ჯოზეფ ბორელი – დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით

დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“დღეს, სთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორების ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმებისადმი ვალდებულებებისა და ერთგულების აღიარებაა.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაერთიანებული, აყვავებული და სტაბილური ევროპისადმი.
ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი!“ – წერს ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს