ჯოზეფ ბორელი – გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა – ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება

გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.
მისი თქმით, ევროპულ საბჭოს დღეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი აქვს განსახილველი.
„არის გაფართოების საკითხი, დაფინანსების საკითხი, ასევე ომი ში და ღაზაში არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რაც შეიძლება უნდა გავაძლიეროთ, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რადგან ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ომი ასევე ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გაფართოების საკითხს. გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა. არის უფრო ძლიერი სტაბილურობის უნარი, რაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სთან, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუბა კუდავა: ვისაც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის – მომავლის გადაწყვეტა განგიზრახავთ – კულისებში, უჩუმრად და ქურდულად… ვერ გამოგივათ, მეგობრებო, ეგ ამბავი

არჩილ გორდულაძე – დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები