ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს

ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა 2024 წელს უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა დაგეგმეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ყველამ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ევროპულმა ინსტიტუტებმა აქამდე ს 28 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდეთ. ეს პროგნოზები და მოლოდინები არაა, ეს რეალობაა…
სიის თანახმად, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა გადმომცეს, საუბარია უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 21 მილირდ ევროზე, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტშია ჩადებული”, – განაცხადა ბორელმა.