ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ

ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომდგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მარტში განაცხადა, რომ ესპანეთი და ირლანდია, სლოვენიასთან და მალტასთან ერთად, შეთანხმდნენ, გადაედგათ პირველი ნაბიჯები ს გვერდით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ, რადგან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ხანგრძლივი მშვიდობისთვის არსებითად თვლიდნენ.
ესპანურ რადიოსადგურ RNE-სთან ინტერვიუში კითხვაზე, აღიარებენ თუ არა 21 მაისს ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოს, ბორელმა უპასუხა, რომ აღიარებენ და ამ კონტექსტში სლოვენიაც ახსენა.
„ეს არის პოლიტიკური ხასიათის სიმბოლური აქტი, რომელიც სახელმწიფოზე მეტად ამ სახელმწიფოს არსებობის ნებას აღიარებს“, – აღნიშნა ბორელმა და დასძინა, რომ ბელგია და სხვა ქვეყნები, ალბათ, მიჰყვებიან ზემოთხსენებული ქვეყნების მაგალითს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე