ჯოზეფ ბორელი: არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ ევროპისკენ სვლა თუ დაშორება

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა.
მან აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს – სურთ ევროპისკენ სვლა თუ დაშორება.
“რაც შეეხება საქართველოს – საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მომდევნო იქნება სიმართლის მომენტი და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურთ სიარული – ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის უფრო მეტად, რადგან სასწორზე დგას ქვეყნის მომავალი”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროპული საბჭო საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილიდან ირკვევა, რომ სამიტზე განხილვის მთავარი თემა იქნება.