ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს

ევროკავშირის 26 სახელმწიფო ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 თანახმაა, „დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზა მოითხოვონ, რაც მდგრად ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების უპირობო გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას გამოიწვევს“.
ჯოზეფ ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყანა არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას.