“ჯოვანის დაველაპარაკები, მაგრამ ვიცი, რომ აზრს არ შეიცვლის” – დი ლორენცოს აგენტი

“ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელის აგენტმა ჯოვანი გიუფრედიმ დაადასტურა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, “პარტენოპეის” ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გამოცდილი მცველის შენარჩუნება სურდა, თუმცა იტალიელი “ნაპოლის” ფანების საქციელით იმედგაცრუებულია და კლუბის დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი.
მოგეხსენებათ, სერია A-ს ბოლო ტურში ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრებმა დი ლორენცოს დაუსტვინეს.
“დი ლორენცოს დაველაპარაკები, თუმცა არ ვფიქრობ, რომ აზრს შეიცვლის, მან პირისპირ უკვე რამდენჯერმე მითხრა, რომ “ნაპოლიდან” რაც შეიძლება სწრაფად წასვლა სურს”, –
განაცხადა გიუფრედიმ.
შეგახსენებთ, ჯოვანი “ნაპოლის” 2019 წელს, “ემპოლიდან” შეუერთდა.