ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

Sport24-ის ინფორმაციით, ამა წლის ივნისის შემდეგ უკლუბოდ დარჩენილი გიორგი ჯიქია ახალი ნავსაყუდელის პოვნას ვერ ახერხებს და ამის მიზეზი მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასია.
30 წლის ფეხბურთელს გასამრჯელოდ 800 000 ევროს მიღება სურს, რაზეც თურქულმა გუნდებმა უარი თქვეს და ჯერჯერობით შეთანხმება ვერც გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებთან ხერხდება.
სიტუაციას ყურადღებით აკვირდება მახაჩყალის “დინამო”, სადაც ახლახან საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე გადავიდა და შესაძლოა, ჯიქიას ოფიციალური შეთავაზებაც გაუგზავნოს.
ტაბიძეს დავიჯერო სხვა ვარიანტები არ ჰქონდაა?მოსკოვის დინამო მაინც ყოფილიყო,რა მახაჩყალის დინამო???რავი თავისი ამბისა თვითონ იცის.ისე რა მაგარი ტიპები ვართ კაცს ფეხბურთის თამაში უნდა და ცოტა ფულიც.აბა ახლა ეგ რო მანდ დიდი სიყვარულით და სიხარულით არ წავიდოდა სათამაშოდ კი ვიცით.უბრალოდ მახაჩყალის დინამოს გარდა სადმე უზბეკეთში რომ ეთამაშა ეგ ჯობდა:დ