“ჯიქიას სასაფლაოზე, მიცვალებულებს აყრით სამშენებლო ნაგავს!”; “სიბინძურეა ქალაქში” – მოქალაქეები მერს

თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, განცხადებაზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ თბილისის მერმა მ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა, მოქალაქეები კომენტარებში წერენ:
საშინელი სიბინძურეა ქალაქში, ძალიან უხარისოდ ლაგდება ქუჩები, ტრანსპორტი. ეს საქმე მისახედია.
ჯიქიას სასაფლაოზე თუ შეგიხედიათ ვინმეს რა ხდება, მიცვალებულებს აყრით სამშენებლო ნაგავს! კერძო პირმა რომ დაყაროს ესე ნაგავი ჯარიმებს ვერ აუვა, მაგრამ თქვენი მფარველობის ქვეშ მყოფ სამშენებლო კომპანიებს ყველაფრის უფლება აქვთ! გზა დააზიანეს და თურმე გამგეობამ უნდა შეაკეთოს ჩვენი გადასახადებით, ეს ქალაქი არ ეკუთვნის თბილისელებს, კორუფციის ბუდეა ყველა სტრუქტურა!
ქალაქს რომ მიხედოთ ვერა? მთაწმინდაზე ერთი პატარა ქუᲩა თვეობით არ დასუფთავებულა, მეეზოვე თვალით არ მინახავს, Ძაღლების ფეკალიებზე და Შარდის სუნზე ხომ უკვე ლაპარაკი ზედმეტია, იმის გარდა რომ ამდენი მᲨენებლობით ჰაერიც აღარ გვაქვს ეხლა ქუᲩებიც არ დაასუფთაოდ,მარა ხელფასები დროულად გაეცით, სირცხვილია მართლა.
რა სპეცტექნიკა ყურადღება მიაქციეთ ამ ზაფხულის ცხელ დღეებში დიდი დიღომი რო გაიგდეთ და ჯვპ დამპალი კომპანია მთელი დღით და ხან 2 დღით უწყლოდ რომ გვტოვებს. ამას ყურადღებას ვინ მიაქცევს ,ეს რა განუკითხაობააა? სპეცტექნიკას ამარიაჟებენ აქ რააა. გულისამრევი გახადეთ ცხოვრება.
ბატონო კახი გაიარეთ გლდანის ცენტრალურ ქუჩებზე და თქვენ თვითონ ნახეთ რა მდგომარეობაშია ნაგავსაყრელის ურნები და მათი მიმდებარე ტერიტორია. საშინელებაა რა ხდება.
ძალიან კარგია ახალი მანქანები, მაგრამ დასუფთავება რომ არ ხდება?!
გლდანში ძაღლებზე დიდი ვირთხები ” დაშლიგინობენ”! დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე და ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სამსახურიო. ცოტა ხანში თავდაცვის ძალების ჩართვა გახდება აუცილებელი! ურნების გადავსებას და საშინელ სუნს, მგონი გვაჩვევთ!!!!
ახალი სპეცტექნიკა ძალიან კარგია. თუმცა მოვლა ჭირდება. არცერთ ნაგვის ურნას თავს არ ახურებს არც მოსახლეობა და არც თბილსერვისჯგუფის მომსახურე პერსონალი. ზოგან ისე დადგეს ურნები, (მაგალითად მიცკევიჩის ქუჩაზე) გვერდულად, მეტი რომ დაეტიოს, ვერც დაახურებ, და ზოგადად მთელი საბურთალო ნაგვის და დაბინძურების მხრივ ძალიან თვალში საცემია სამწუხაროდ.
გამარჯობა, იქნება აქ რომ დავწერო ეშველოს ბოლოს და ბოლოა აფრიკას,ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე კვირაში 2-3 დღე შუქი არააა. ჯერ ხომ უწყლობამ დაგვტანჯა ზამთარში და ახლა უშუქობა გვტანჯავს! იქნებ ბოლოს და ბოლოს დააყენოთ საშველი და მოაგვაროთ ეს პრობლემა! გააკეთონ კარგად და აღარ იქნება პრობლემა! როდემდე?! თელასში დარეკვას აზრი არ აქვს! იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება?