ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

რუსეთის ნაკრების კაპიტანს, გიორგი ჯიქიას მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს, – იტყობინება პაველ გოროდნიცკის “იუთუბის” არხი.
ჯიქიას თავისუფალ აგენტად აყვანა ერთ-ერთ თურქულ კლუბს უნდოდა (სავარაუდოდ ტრაბზონსპორს), სეზონურ გასამრჯელოდ მზად იყო 700-800 ათასი ევრო შეეთავაზებინა, მაგრამ გაიგო რა, რომ ამჟამად მისი ანაზღაურება 2 მილიონია და ბევრად ნაკლებზე არ დათანხმდებოდა, ტრანსფერის განხორციელებაზე უარი განაცხადა.
30 წლის ჯიქიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში