ჯიპიაის, Mastercard-ის და ლიბერთის, ერთობლივი ინოვაციური სერვისი

მიიღე სადაზღვევო ანაზღაურება მომენტალურად – დღეიდან, მომხმარებლები კიდევ ერთი ინოვაციური სერვისით ისარგებლებენ, რომელსაც Mastercard, ჯიპიაი და ლიბერთი ერთობლივად განახორციელებენ. პირველად, ქართულ ბაზარზე, სადაზღვევო ანაზღაურების ინოვაციური სერვისი დაინერგა, რომელიც საბანკო ბარათზე დღემდე, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, ზარალის ანაზღაურება სტანდარტულად, გარკვეული პერიოდის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშზე ხორციელდებოდა. ახალი ინიციატივა კი მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გამოცდილების შეთავაზებას ითვალისწინებს. აღნიშნული სერვისით, ჯიპიაის სხვადასხვა სადაზღვევო სერვისით მოსარგებლე პირებს საშუალება ექნებათ აირჩიონ დამახსოვრებული ბარათი ან შეიყვანონ ახლის მონაცემები, რომელზედაც ასანაზღაურებელი თანხა მომენტალურად აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა