ჯინ შაჰინი – სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე

სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ -ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე, – ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.
„სენატორ რუბიოსთან დღევანდელმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგვცა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი მრავალი გლობალური გამოწვევა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ს მხრიდან არსებულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლა, უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარება, კერძოდ სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის დაცემის შემდეგ“, – აცხადებს ჯინ შაჰინი.
სენატორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოსთან საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა საქართველოს მიმართ, საზღვარგარეთ აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ მთელ მსოფლიოში დიპლომატიური თანამდებობები კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით სწრაფად შეივსოს. სენატორი რუბიო და მე ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და ამ საკითხების განხილვას მისი თანამდებობაზე დამტკიცების მოსმენაზე მოუთმენლად ველი“, – აღნიშნავს ამერიკელი სენატორი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა