ჯინ შაჰინი – საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია

-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი თავისუფლებას იმსახურებენ.
„საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია. ბადრი ჯაფარიძე, , ზურაბ ჯაფარიძე, , , ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას, ახლავე“, – წერს სენატორი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ

ლატვიის პრემიერ-მინისტრი – ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვეტილება ხალხის ნაცვლად მიიღოს, ამიტომ თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება, წარმატებას მიაღწევს