ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც ონის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 569 790 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ივლისის თვეში იგეგმება.