ჯიმ ო ‘ბრაიენი კანცელარიაშია და პრემიერს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოშია. ის კანცელარიაში იმყოფება და პრემიერმინისტრ ს ხვდება. რუსთავი ორის ცნობით, შეხვედრა საათნახევარია მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი მ 13 მაისს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ევროპის და ევრაზიის საკითხებში -ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. კობახიძის თქმით, ივანიშვილი შვეიცარიაში გაყინული 2 მილიარდი დოლარის გამო თავს სანქცირებულად აღიქვამს და შანტაჟის ქვეშ საუბარი არ სურს.
აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
“ო’ბრაიენი საქართველოში ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გამოხატოს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ”. – წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
მანამდე, ო’ბრაიენის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც “კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს” ეწინააღმდეგებიან.
აღსანიშნავია, რომ ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტი რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვის პერიოდს ემთხვევა.