ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება.
შეხვედრაზე მათ შორის იმყოფება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ასევე “სამართლიანი არჩევნები”.
როგორც შეხვედრამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
“ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც უნდა გადაწყდეს საქართველო საით მიდის, ევროკავშირისკენ, თუ სკენ. ისე, როგორც არასდროს, ყველა პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ვიზიტის ფარგლებში ისაქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ს შეხვდა. ამასთან შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. დღის განმავლობაში აუდიენცია გაიმართება ოპოზიციასთანაც.
სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ობრაიენს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმაუარი უთხრა.

ასევე დაგაინტერესებთ