ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება

-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება.
შეხვედრაზე მათ შორის იმყოფება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ასევე “სამართლიანი არჩევნები”.
როგორც შეხვედრამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
“ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც უნდა გადაწყდეს საქართველო საით მიდის, ევროკავშირისკენ, თუ რუსეთისკენ. ისე, როგორც არასდროს, ყველა პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ვიზიტის ფარგლებში ისაქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამასთან შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. დღის განმავლობაში აუდიენცია გაიმართება ოპოზიციასთანაც.
სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ობრაიენს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმაუარი უთხრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას