“ჯიმშერი” საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს – სად გავა პირველი ქართული ვისკი?

“პირველი ქართული ვისკის ბრენდი „ჯიმშერი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს”, – ამის შესახებ კომპანიის „ქართველი“ წარმომადგენელმა, დიმიტრი თავბერიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ქართველი“ სხვადასხვა ბრენდებს აერთიანებს. მათ შორისაა „ჯიმშერი“, რომელიც პირველი ქართული ვისკია. კომპანიამ ვისკის წარმოება 2000-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო ქართული ვისკი ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის პროდუქცია გასულ წელს საერთაშორისო გამოფენაზე იღებდა მონაწილეობას, სადაც ბევრი ევროპელი იმპორტიორის ინტერესი გამოიწვია. მათ შორის, ახალ პოტენციურ ბაზრად, სადაც წლის განმავლობაში შეიძლება გასვლა, ავსტრიის ბაზარია.
„ვისკის მთლიან წარმოებაში ადგილობრივ ბაზარს 30%-მდე უჭირავს, ხოლო დანარჩენი პროდუქტი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა , გერმანია და ჩინეთი. ჯიმშერის შეძენა დღეს საქართველოში ყველა ღვინის მაღაზიაში, ამასთან „კარფურში“ და სხვადასხვა ქსელებშია შესაძლებელი. საბაზისო ხაზი რაც არის, დაახლოებით 40-50 ლარის ფარგლებში იყიდება, ხოლო პრემიუმ ხაზის ღირებულება დაახლოებით 100 ლარამდეა. ამასთან, მალე „სინგლ მალტები“ დაგვემატება, რომელიც ალაოს სპირტისგან მზადდება და მეტი დრო სჭირდება დასავარგებლად. შესაბამისად, მისი ფასი ბაზარზე განსხვავებული იქნება.
ვმუშაობთ ახალ ბაზრებზე, რათა გავზარდოთ ჩვენი გაყიდვები. მაგალითად, შარშან ავსტრიის ვისკის ფესტივალზე ვიყავით წარმოდგენილი, სადაც შევხვდით ევროპელ იმპორტიორებს, რომლებიც ჩვენი ვისკით დაინტერესდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ვისკი არის სიახლე და საკმაოდ აქტიურად ვაწარმოებთ. უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, რომ ევროპული ქვეყნები დაგვემატება, მაგალითად როგორიცაა ავსტრია“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის: ჯიმშერი” პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი” ბრენდ “ქართველში” ერთიანდება. “ქართველი” გარდა ვისკისა, კონიაკისა და ღვინის ბრენდებსაც ფლობს.