„ჯივიპი“ ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ახლით იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 4 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 4 საკვანძო ჭა მოეწყობა, ასევე 2 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.
,,წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება კომპანია Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად აქტიურად ჩატარდება. ამ ეტაპზე კომპანია „ჯივიპი“ ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას აახლებს, რომლის ფარგლებშიც იცვლება წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელები.
მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტში 645 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია კომპანიამ 20 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს, ხოლო წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას „ჯივიპი“ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ დაიწყებს”- აცხადებს „ჯივიპის“ გლდანი-ნაძალადევის რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერი, თორნიკე ჟღენტი.
კომპანიის ცნობით, შედეგად, გლდანის რაიონში, ერწოს ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს