„ჯივიპი“ – მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი

მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„ჯივიპის“ ინფორმაციით, სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.
„მაგისტრალურ მილსადენამდე მისასვლელად სამუშაოების შედეგად, დღემდე 10,000 – ობით კუბური მეტრი გრუნტი დამუშავდა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყერულია მილისადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების შემდეგ, უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, გატარდება საჭირო ღონისძიებები და მოეწყობა სამუშაო არეალი მილზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად.
რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრის შემდეგ მოხდება მაგისტრალური ქსელის სკანირება გადაბმის ადგილების შემოწმების მიზნით. ქსელის დიაგონისტირების დასრულებისთანავე დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლითი სამუშაოები.
მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს