ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
სამუშაოების ფარგლებში ახლით იცვლება 350 მეტრი სიგრძის წყალსადენის მოძველებული მაგისტრალური ქსელი. ჯივიპი აღნიშნულ პროექტში ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
,,ჯივიპის ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია „აქუალია“, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მუშაობს და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, სადაც იცვლება წყალმომარაგების მოძველებული ქსელი. პროექტში ჯივიპი ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს”. – თქვა განაშენიანების პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, აკაკი ნიკოლაიშვილმა.
ჯივიპის ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტი 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება და შედეგად, დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!