„ჯივიპი“ დედაქალაქის მთავარ მაგისტრალურ მილსადენებზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წიწამურში მდებარე წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენებზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1.4 კმ-ზე მეტი სიგრძის კოროზირებული მაგისტრალური ქსელი. პროექტში „ჯივიპი“ 3.4 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ინფორმაციის თანახმად, საგურამოს სატუმბო სადგურიდან მომავალ მაგისტრალურ მილსადენებს თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული ქსელი საბურთალოსა და გლდანის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, 100 000-ზე მეტ ადამიანს, ამარაგებს სასმელი წყლით.
„Aqualia-ს მიერ ჩატარებული სისტემური აუდიტის შედეგების თანახმად წყალმომარაგების ქსელის 62% ხანდაზმულია. 2022 წლის მონაცემებით წყალმომარაგების ქსელზე 18 000 -ზე მეტი ავარია დაფიქსირდა. ავარიების ნაწილი, მაგისტრალურ მილსადენებზე ხდება, რაც წყალმომარაგების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. მაგისტრალური მილსადენების რეაბილიტაცია „ჯივიპის“ 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რომლის აღსრულებაც უკვე დავიწყეთ და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, – „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მასშტაბურობიდან და შესრულების სირთულიდან გამომდინარე წიწამურში მდებარე მაგისტრალურ მილსადენებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად არის დაგეგმილი. რეაბილიტაციის პროექტი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2024 წლის თებერვალში დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს თავისი გამოცდილებით, მათ შორის უცხოელებთან ურთიერთობის, „ჯიბეში ჩაისვამს“ – ოპოზიციას კი შოკი დიდ ხანს ექნება, ისედაც დაშოკილები იყვნენ