„ჯივიპიმ“ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის – წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა

„ჯივიპიმ“ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის – წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.
როგორც კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად „ჯივიპიში“მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფები დავნერგეთ, რომელთა მიზანია კომპანიაში შემოსულ თითოეულ საკითხზე მაქსიმალურად სწრაფი და ოპერატიული რეაგირება.
,,წყალმომარაგების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებელი წინაპირობა ინფრასტრუქტურული და საოპერაციო მიმართულებების გაუმჯობესებასთან ერთად მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მოდერნიზებული სერვისების შექმნაა. სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების მიმართულებას ამ ეტაპზე ორი მთავარი პრიორიტეტი აქვს, ესენია: წყალმომარაგების სერვისების შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაციის გამარტივება და წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად „ჯივიპიში“ დავნერგეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფები, შედეგად ამ ეტაპზე გვყავს განსხვავებული ფუნქციონალის 5 მხარდაჭერის ჯგუფი, რომელთა მიზანია კომპანიაში შემოსულ თითოეულ საკითხზე მაქსიმალურად სწრაფი და ოპერატიული რეაგირება.
ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური განახლებებიც, რომლის ფარგლებშიც ინერგება მომხმარებელზე მორგებული, მოდერნიზებული ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე „ჯივიპის“ მომხმარებლები შეძლებენ დისტანციურად და მარტივად ისარგებლონ კომპანიის ელექტრონული სერვისებით ვებ-გვერდისა და აპლიკაციის პერსონალური სივრცის, პირადი კაბინეტის დახმარებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული და იცოდეს რა შემთხვევაში, რა თემებთან დაკავშირებით და როგორ უნდა მიიღოს სასურველი სერვისი. სწორედ ამიტომ, „ჯივიპიში“ დავიწყეთ კამპანია, რომელიც აერთიანებს შემეცნებითი ვიდეოების სერიებს წყალმომარაგების სერვისებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი რესურსი სჭირდება სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას. სწორედ ამიტომ ხშირად გვსმენია წყლის შესახებ სხვადასხვა მითი, მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად განსხვავებულია – მაღალი ხარისხის სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა, ბევრეტაპიანი, რთული და მასშტაბური სამუშაო პროცესები სჭირდება. სწორედ წყლის მოპოვების, დამუშავებისა და მომხმარებლებამდე მიყვანის ციკლის სირთულისა და მასშტაბურობის ბ შესახებ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად კამპანია “ყოველი წვეთი ძვირფასია,“- განაცხადა ეკა ბერიძემ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორმა.