“ჯვაროსნების” აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია და 67-ე ადგილს იკავებს. საქართველო ერთი საფეხურით უსწრებს ალბანეთს და ერთი საფეხბურით ჩამორჩება ჰონდურასის ეროვნულ გუნდს.
ბოლო 5 წელიწადში ჩვენი საუკეთესო შედეგი რეიტინგში 66-ე ადგილი გახლდათ, რომელიც 2024 წლის ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გვეკავა. ისტორიულად კი საუკეთესო პოზიცია 1998 წლის სექტემბერში გვქონდა, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
ახლა კი ცვლილებები დანარჩენ რეიტინგში:
გერმანიამ და ხორვატიამ იტალია ათეულიდან „გააძევეს“. ერთა ლიგის მოგების შემდეგ კი პორტუგალიამ ნიდერლანდებს ერთი საფეხურით გაასწრო, მაგრამ ხუთეულში ჯერ ვერ დაბრუნდა… ყველაზე დიდი პროგრესი კოსტა რიკამ შემოგვთავაზა, რომელიც მე-40 ადგილზე მთელი 14 ადგილის დაშორებიდან „გადახტა“. რაც შეეხება ყველაზე დიდი რეგრესს, ამის ავტორი იამაიკაა, რომელიც სარეიტინგო ცხრილში 7 საფეხურით დაქვეითდა და 70-ე პოზიციას იკავებს.
ესეც საუკეთესო ათი საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგის მიხედვით:
1. არგენტინა – 1885.36
2. ესპანეთი – 1867.09
3. საფრანგეთი – 1862.03
4. ინგლისი – 1813.32
5. ბრაზილია – 1777.69
6. პორტუგალია – 1770.53
7. ნიდერლანდები – 1758.18
8. ბელგია – 1736.38
9. გერმანია – 1716.98
10. ხორვატია – 1707.51
ფოტო: Nakrebi.ge
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
· პეტუხი კრიშტიანუ რა უსაშველო გახდა 50-ეულში მუდმივად ყოფნა?
“საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა” – შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
“პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა…” – ვილი სანიოლი
ეს ჩვენ არ შეგვშვენის… მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც… – გამოხმაურება ინციდენტზე
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების “აჩქარებას” – ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს…
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო VS სომხეთი “დინამოზე” – მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! – ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია – ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს