Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ივნისის ბოლოს კომპანიის 3.3 მილიონზე მეტი აქცია გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 736.7 მილიონი დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ნათქვამია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ დოკუმენტებში.
აქციები გაიყიდა მარტში დაანონსებული გეგმის შესაბამისად, რომელიც 2026 წლის 29 მაისამდე Amazon-ის 25 მილიონამდე აქციის გაყიდვას ითვალისწინებს.
ბეზოსი ბოლო წლებში რეგულარულად ყიდის კომპანიის აქციებს, თუმცა ის კვლავ მის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად რჩება. 2022 წლიდან მან Amazon-ის დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.
