ჯერ NGO-ებს შეხვდა, აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საზოგადოების აზრი | ნეფიუს პირველი შეხვედრა დასრულდა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში -ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დასრულდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მედიასთან ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
როგორც ისინი ამბობენ, მათ რიჩარდ ნეფიუს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციის კუთხით, განიხილეს ელიტური კორუფციის პრობლემა და ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობა.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ სახ.დეპის წარმომადგენელმა შეხვედრა ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა და ამის შემდეგ შეხვდება სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს.
“ყველაფერზე ვისაუბრეთ, მათ შორის კონკრეტულ საკითხებზეც, სტრატეგიულ თემებზეც, ინსტიტუციურ გადაწყვეტებზეც და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ ჯერ შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას და შემდეგ აქვს შეხვედრა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ჩვენი აზრი და საზოგადოების აზრი”, – თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა, გიორგი ონიანმა.
ახლა რიჩარდ ნეფიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უნდა შეხვდეს. დღესვე იგი შეხვდება პროკურატურისა და სუს-ის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან, რაჟდენ კუპრაშვილთან.